ბარისახოში სოფელ ხახმატთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დუშეთის გამგებელმა ბესო შაღაშვილმა განაცხადა, მიკროავტობუსი შატილიდან თბილისისკენ მოემართებოდა.
"დაშავებულები მცხეთის საავადმყოფოში გადაგვყავს. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სასწრაფო დამხარების სამსახურების წარმომადგენლები. მიკროავტობუსში მყოფნი შატლში იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე და თბილისში ბრუნდებოდნენ. სულ ტრანსპორტში 16 ადამიანი მიყოფებოდა - 12 ახალგაზრდა 17-დან 20 წლამდე და 4 მშობელი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბესო შაღაშვილმა.
მისვე თქმით, სერიოზული დაზიანება არც ერთ მგზავრს არ მიუღია, თუმცა ორი ახალგარდა შედარებით მძიმედ არის დაშავებული.
"ყველა დაზარალებული საავადმყოფოში გადაგვყავს სადაც მათ პირველადი გამოკველვა ჩაუტარდებათ", - განაცხადა ბესო შაღაშვილმა.
მისივე თქმით, მიკროავტობუსის ხრამში გადავრდნის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფეება საპატრულო პოლიციაც.