დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან, ავტომფლობელებისთვის ძალში პარკირების დამატებითი წესი შედის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის,პარკირების ადგილებზე გაჩერების სპეციალური ზონა ამოქმედდება, რომელზედაც სპეციალური ნიშანი იქნება მითითებული.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის გამოყოფილ პარკირების ადგილზე პარკირება ნებადართული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ავტომფლობელს თავად თბილისის მერიის მიერ გაცემული სპეციალური საშვი ექნება.
აღნიშნულ ადგილებზე ავტომობილების გაჩერება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეძლებათ, რომლებსაც სპეციალური საშვი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომფლობელი დაჯარიმდება და მისი მანქანა სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.