"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კოალიცია "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ ერთობლივ დეკლარაციაზე ხელის მოწერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ სპეციალური დეკლარაცია 14 ივლისს გამოაქვეყნა. 16 ივლისს კი, არასამთავრო სექტორის ინიციატივით, დეკლარაციას 16 პუნქტი დაემატა. საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა დეკლარაციას უკვე შეუერთდა.