კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, ეკა ბესელიამ და თეა წულუკიანმა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაძალადევის რაიონში კენჭისყრის შედეგების გაყალბების ფაქტზე მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.
"ქართული ოცნების" "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი კოორდინატორის მიერ ერთ-ერთ სატელევიზო არხზე გაკეთებული განცხადების გამოძიებას ითხოვენ.
კოალიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორმა არჩევნების გაყალბების ის სქემა გაშიფრა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" 2008 წლის საპარლამენტო არჩვენებზე აქტიურად იყენებდა. კოალიციის წარმომადგენელთა მოსაზრებით, ეს სარჩელი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მმართველმა გუნდმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვეღარ შეძლოს მსგავსი სქემებით მანიპულირება.