,,ვფიქრობ, აღნიშნული სამუშაო წერტილს დაუსვამს ნებისმიერ სპეკულაციას", _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო სიების სახელმწიფო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ კომისიამ სიების დაზუსტების კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა.
,,უაღრესად მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რომელიც კომისიამ ჩაატარა ერთი წლის განმავლობაში.Aარასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ვფიქრობ, აღნიშნული სამუშაო წერტილს დაუსვამს ნებისმიერ სპეკულაციას. Eეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უკეთ ორგანიზებისა და დემოკრატიულად ჩატარებისთვის", _ განაცხადა ჟურნალისტებთან დავით ბაქრაძემ, რომლიც სახელმწიფო კომისიის მიერ შედეგების გამოქვეყნებას ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ ,,კარდაკარის" პირველადი მონაცემები წარმოადგინა.