სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისისიამ "კარდაკარის" პირველადი მოანაცემები წარმოადგინა. როგორც ჟურნალისტებთან სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ განაცხადა კომისია სიების დაზუსტებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს და სიები სრული სახით, 15 სექტემბერს გამოქვეყნდება.
მამუკა კაციტაძის თქმით, კარდაკარის პრინციპით შემოწმებისას გარდაცვლილი აღმოჩნდა 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 871 ამომრჩეველი, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156 , შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველთან.
ამასთნ, კაციტაძის განცხადებით, ალტერნატიული კარდაკარის ორგანიზატორებს კომისიისთვის არ მიუმართავთ.
შეგახსენებთ, რომ ალტერნატიულ კარდაკარს "ამომრჩეველთა ლიგა" და კოალიცია "ქართული ოცნება" ატარებს.