აშშ-ში ყველაზე ხანდაზმული მაღაზია Gray's Store-ის მფლობელი, ბიზნეს წყვეტს.
მაღაზია Gray's Store 1788 წელს სოფელ ადამსვილში გაიხსნა და დღეისათვის აშშ-ში მოქმედ მაღაზიათა შორის ყველაზე ხანდაზმულად ითვლებოდა.
უნივერმაღში შესაძლებელი იყო როგორც კვების პროდუქტების, ასევე ანტიკვარიატისა და სხვადასხვა სახის ნივთების შეძენა.
მაღაზიის ამჟამინდელი მფლობელის, 21 წლის იონ უეტის თქმით, რომელმაც მაღაზია მემკვიდრებით მამისგან მიიღო, მაღაზიის დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა. როგორც უეტი განმარტავს, მაღაზია, რომელსაც მისი ოჯახი 7 თაობის განმავლობაში ფლობდა, კონკურენციას ვერ უძლებს.