"საქსტატის" ინფორმაციით, ივნისში დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 3,742 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 21,4%-ით მეტია 2011 წლის ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის ივნისში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 3,051 მლრდ ლარი იყო. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის ივნისში ქვეყანაში 3 667 ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,7%-ით არის შემცირებული. 2012 წლის მაისში 4 484 კომპანია დარეგისტრირდა.
"საქსტატის" ცნობით, წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 8,1%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის 6,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.