კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები გიორგი ოთხმეზური, გუგული მაღრაძე, ლევან და ნიკა ყიფიანები ხულოში წინასწარ დაჯავშნულ სასტუმროში მეპატრონემ არ შეუშვა", _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუგული მაღრაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ხულოში ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ხვდებიან, რის გამოც ოთახების დაქირავება დასჭირდათ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაღრაძემ განაცხადა აღნიშნული სასტუმრო პარლამენტის ვიცე-სპიკერს ანზორ ბოლოქვაძის საკუთრებაა.
,,ხულოში სულ სამი სასტუმროა და სამივე მათგანი თითქმის ცარიელია. ჩვენ წინასწარ გვქონდა დაჯავშნული ერთ-ერთი მათგანი და როცა ჩვენი წარმომადგენელი გიორგი ოთხმეზური ადგილზე მივიდა სასტუმრო მთლიანად დაკეტილი დახვდა. როგორც შემდეგ გავარკვიეთ აღნიშნული სასტუმრო პარლამენტის ვიცე-სპიკერს ანზორ ბოლოქვაძეს ეკუთვნის. ხულოში მეორე სასტუმრო, რომელიც აჭარის განათლების მინისტრის ნათესავს ეკუთვნის მანაც სასტუმროს ნომრების მოქირავებაზე უარი გვითხრა. ასევე უარი გვითხრა ერთ-ერთმა კერძო მეპატრონემაც", _ განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ,,ქართული ოცნების" წინააღმდეგ უსუსურ ქმედებებს მიმართავს.
,,ჩვენ ვხვდებით ხულოში ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებს და გვჭირდებოდა ღამის გასათევი. თუმცა ჩვენ გვყვს ახლობლბი, მხარდამჭერები და ღამის გათევებაზე პრობლემა არ გვაქვს. თუმა აღნიშნული ფაქტი ცხადყოს, რომ ხელისუფლება უსუსურ და უმსგავსო ქმედებებს მიმართავენ, რათა ,,ქართული ოცნებას" ხელი შეუშალოს", _ განაცხადა მაღრაძემ.