სირიის კომერციული დედაქალაქი ალეპო არტილერიის მიერ ინტენსიურადიბომბება. ამის შესახებ ქალაქიდან თურქეთში გახიზნული ალეპოს მოსახლეობა აცხადებს.
მათი თქმით, მესამე დღეა სამთავრობო ძალები მასირებულად ბომბავენ ქალაქის რაიონებს.
თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ანკარა მზადაა აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენოს სამხედრო ძალა, რათა არ დაუშვას იმის განმეორება რაც ერაყის ქალაქ ხალბჯში მოხდა, როდესაც სადამ ჰუსეინის რეჟიმმა მშვიდობიანი მოაქლქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.
საფრანგეთი კი, რომელიც 1 აგვისტოდან გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ხდება, აპირებს საგანგებო სხდომის მოწვევას.
მასალის გამოყენების პირობები