დღეს, 31 ივლისს, 10 საათიდან 13 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება კიკვიძის, თეთნულდის, როსტოვის, მიჩურინის, ზაქრაძის, მიუნარგიას და აჭარის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ცაბაძის, აბასთუმნის, სანაპიროს, ყიფიანის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, ქუთაისის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეეზღუდვა შეეხება ბაგრატიონის, მნათობის, დავითაშვილის, ჯაბაურის, დიღომბარის, უზნაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების და თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლილოს დასახლების, მოსკოვის გამზირის და ვარკეთილის მასივის მე-10 კვარტლის მცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება სოფლების ტაბახმელა და წავკისის მცხოვრებლებს (ნაწილობრივ).
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფონიჭალის დასახლების მცხოვრებლებს.
09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფურცელაძის, ფხოვის, ჭანტურიას, ათონელის და თაბუკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.შეზღუდვა შეეხება სოლოლაკის ხევის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV "ა" და "ბ" მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება თემქის IV მიკრორაიონის, მესხიშვილის, ენისელის, ლოტკინის, კაჭრეთის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის I კვარტლის მცხოვრებლებს.