ფლამენკოს მეფედ აღიარებული მეგავარსკვლავი ხოაკინ კორტესი 21 აგვისტოს ბათუმის პიაცაზე კონცერტს გამართავს. მადრიდის, ნიუ-იორკის, ბარსელონის, საუდის არაბეთისა და მექსიკის შემდეგ კორტესი თავის ახალ რეტროსპექტიულ წარმოდგენას "კალეს", ანუ "ბოშას" ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს შესთავაზებს.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, კორტესი საქართველოში ოთხი წლის წინ იმყოფებოდა, ბათუმში კი პირველად ჩამოდის. ბათუმში უკვე იმყოფება კორტესის ტექნიკური რეჟისორი, რომელიც ბათუმის პიაცაზე ორგანიზატორებთან ერთად ტექნიკურ მხარეებს აგვარებს.
ხოან კორტესის კონცერტის ორგანიზატორები არიან მოცეკვავის იმპრესარიო საქართველოში ანი ლაღიძე, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის მთავრობა და ქალაქის მერია.