საქართველოში საგანგებო მოწვევით ჩამოსული ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი დეპარტამენტის - კულტურული მემკვიდრეობის მართვის ექსპერტი უილიამ პატრიკ ობრეიენი კულტურული მემკვიდერობისა და ტურიზმის სფეროს სპეციალსტებს, ისტორიული-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ვიზიტორთა მომსახურების ამერიკულ გამოცდილებას გაუზიარებს. უილიამ პატრიკ ობრეინი სეგმენტ ჯგუფებთან, ვიზიტორთა მომსახურების განვითარებაზე, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მოსახლე ოჯახების სარგებელზე და ორგანიზაციებს შორის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პარტნიორობის აუცილებლობაზე ისაუბრებს.
უილიამ პატრიკ ობრეიენი საქართველოში ამერიკის საელჩოს მოწვვეით იმყოფება.
ხვალ, 31 ივლისს, 10:45 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაიხსნება 3-დღიანი ვორქშოფი თემაზე "აშშს ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტერიტორიების მართვის გამოცდილება". ღონისძიებას დაესწრება იმ ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის, ტურზმისა და რეგიონალური განვითარების სფეროში მოღვაწეობენ.
ვიზიტის ფარგლებში პატრიკ ობრეინი ბაგინეთის არქეოლოგიურ ველს, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს, კახეთში უჯარმის ციხესა და შუამთისა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსებს მოინახულებს.