თბილისის ზღვის სასაფლაოზე ნატო შონია დაკრძალეს, რომელიც მისმა ყოფილმა მეუღლემ ყოფილმა "კანონიერმა ქურდმა" 52 წლის გიზო სერგიამ მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე იყო ჩადენილი. "ერთ -ერთი მონაცემით, სერგიამ ყოფილი მეუღლე ღალატის ფაქტზე დაიჭირა, მეორე ვერსიით, მან დაუჯერა მოარულ ხმებს ყოფილი მეუღლის ღალატის შესახებ. დანაშაულის ჩადენის დროს გიზო სერგია ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დანაშაული სასტიკია: სერგიამ მეუღლის ცხედარი პრაქტიკულად დაანაწევრა, გამოჭრა ყელი და მოაჭრა ორივე მკერდი. მომხდარის შემდეგ სერგია პოლიციაში გამოცხადდა",_წერს რუსული მედია.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ აფხაზეთის სოფელ ვარჩეში დაბადებული გიზო სერგია "კანონიერ ქურდად" ასევე "ქურდებმა" კაკო კოხიამ, ხუტა ყალიჩავამ, ტუტუ გერგედავამ და ანთიმოზმა 80-იანი წლების შუახანებში "აკურთხეს". იმ დრის სერგია უკვე სამჯერ იყო ნასამართლევი და 10 წლის პატმრობის ვადა უკვე მოხდილი ჰქონდა.
თავისი მომავალი მეუღლე ნატო შონია, რომელი კაკოს ნათესავი იყო გიზომ მოიტაცა. ამისათვის მან "კაკოსგან საკადრისი მიიღო" თუმცა თავის მაინც "კანონიერ ქურდად" მიიჩნევდა. კამერაში სერგიამ თავის ჩამოხრჩობა სცადა, თუმცა მისი ეს მცდელობა თანამოსაკნეებმა აღკვეთეს.
მასალის გამოყენების პირობები