თურქეთში მყოფი საქართველოს ექვსი მეზღვაური კუთვნილ ანაზღაურების მიღებას დღეს ელოდება. აღნიშნულის შესახებ, მეზღვაურებს გემის მფლობელი კომპანიის დირექტორმა წერილობით აცნობა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაურები : ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგრაჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხვია ცინცაძე უკვე რამდენიმე თვეა ე.წ. საშიში ტვირთების სადგომზე გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.
"გრანდ აილენდზე" სამუშაოდ ისინი 8 თვის წინ გაემგზავრნენ.