თურქეთის სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომელთაც საქართველოს 21 მოქალაქე მძევლად ჰყავდათ აყვანილი. ოცდაერთივე ზესტანოფიდან არიან.
თურქეთში საქართველოს კონსულის, ზაზა პატარიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ქალაქ იჩკერიკში ერთ-ერთი სახლის სარფაში ჰყავდათ დამწყვდეული. საქართველოს მოქალაქეები მოტყუებით, დასაქმების პირობით გადაიყვანეს თურქეთში და იარაღით ემუქრებოდნენ. თითოეული მათგანისგან ჯგუფის წევრები 2 ათას აშშ დოლარს ითხოვდნენ.
კონსულის განმარტებით, ტრეფიკინგის ერთ-ერთი მსხვერპლი მობილურით დაუკავშირდა თავის ნათესავებს და მათ დახმარება სთხოვა.
ქართველები თურქეთში ვინმე ლაშა ნავარელმა წაიყვნა, რომლის შესახებაც სამართალდამცავები ინფორმაციას არ ავრცელებენ. იგი ზესტაფონელებს შეჰპირდა სამუშაობს, რომელშიც თითქოს, თვეში 1200 აშშ დოლაარს გადაუხდიდნენ.
ამჟამად ყველა გათავისუფლებული თურქეთში საქართველოს საკონსულოში იმყოფება და მათ უახლოეს პერიოდში საქართველოში გამოამზავრებენ.