ესპანეთის ეკონომიკა ორმაგ რეცესიაშია და ქვეყნის ეკონომიკა სასწრაფო რეფორმირებას საჭიროებს, ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაშია აღნიშნული.
"ფონდის სპეციალისტები ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ეკონომიკური კრიზთან ბრძოლაში დიდად აფასებენ. თუმცა ესპანეთს აფრთხილებენ, რომ ხანგრძლივი ეკონომიკური რეფორმების გატარება აუცილებელია"- განმარტავენ ფონდში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან ესპანეთმა უმუშევრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც 1970 წლის მაჩვენებელთანაა მიახლოებული. ამ დროისათვის ქვეყანაში 5,7 მლნ უმუშევარია.