2012 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტი იმ საქონლის დეკლარირებას ახდენს, რომლებიც ე.წ. სახელმწიფო საზღვარს კვეთს. აფხაზეთის ე.წ. საბაჟო სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ელდარ შოხინი აღნიშნავს საქონლის დეკლარირება საშუალებას იძლევა მიიღო უფრო დეტალური ინფორმაცია იმპორტირებული და ექსპორტირებული საქონლის შესახებ.
განყოფილების ინფორმაციით, აფხაზეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2012 წლის პირველ ნახევარში 6, 748 მილიარდი რუბლი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, ექსპორტი 25,7 % -ით გაიზარდა და 1,48 მილიარდი რუბლი შეადგინა. იმპორტი 0,2 %-ით შემცირდა და 5,7 მილარდი რიბლი შეადგინა. ხოლო უარყოფითმა სალდომ 4 მილიარდ 651, 8 მილიონი რუბლი შეადგინა.
გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ აფხაზეთის მტავარ სავაჭრო პარტნიორებად კვლავ რუსეთი და თურქეთი რჩებიან, რომლებზეც აფხაზეთის საგარეო ვაჭრობის 82 % მოდის - 64 % რუსეთზე, ხოლო 18 % თურქეთზე.
მთლიან სავაჭრო ბრუნვაში სხა ქვეყნების წილი კი 18 %-ია(ბალტიისპირეთის ქვეყნები - 5 %, მოლდოვა 2 %, გერმანია 2 %, უკრაინა 1 %, ჩინეთი 1 %. ე.წ. რესპუბლიკის საქონელთბრუნვაში ქვეყნების საერთო წილი 1 % ზე ნაკლებს შეადგენს და 7 % უდრის).
ელდარ შოხინის თქმით, აფხაზეთის საგარეოეკონომიკური კავშირების გეოგრაფია საგრძნობლად ფართოვდება და დღეისათვის მსოფლიოს ოცდაათზე მეტ ქვეყანას ითვლის - წყნარი ოკანიდან ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებამდე". მისივე თქმით, ეს ძირითადად იმპორტის ოპერაციებია.
მასალის გამოყენების პირობები