საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ექს-კაპიტნის, კახა კალაძის მეგობარი და თანაგუნდელი, უკრაინის ნაკრების თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო, საფეხბურთო კარიერას ამთავრებს და პოლიტიკაში მიდის.
"ბოლო დროს დადიოდა ხმები, რომ მე ხელს მოვაწერდი კონტრაქტს დინამოსთან ან წავიდოდი სათამაშოდ უცხოეთში. მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ არც ერთი და არც მეორე არ მოხდება. მე მივიღე გადაწყვეტილება დავასრულიო საფეხბურთო კარიერა და დავკავდე პოლიტიკით", - განაცხადა შევჩენკომ.
შევჩენკომ ბრწინვალედ ითამაშა ევრო 2012 ზე, მაგრამ ინგლისთან მატჩის შემდეგ მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო კარიერას დაასრულებდა. მაშინ მისი ეს სიტყვების ემოციურ ფონზე ნათქვამად მიიჩნიეს.
უნდა აღინიშნოს, რომ შევჩენკოს განცხადებას გამოეხმაურა მსოფლიო ჩემპიონი კრივში პროფესიონალთა შორის, პოლიტიკური პარტის "უკრაინის დემოკრატიული ალიანის რეფორმებისთვის" თავმჯდომარე, ვიტალი კლიჩკო, რომელმაც დაადასტურა შევჩენკოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ მათ შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ უნფრო ნათელი გახდება.
ქართველი ფეხბურთელი, და ამჟამად პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების " ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე კი მისი მეგობრისა და პარტნიორის გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთეთებს.
როგორც კახი კალაძის პრესმდივანმა ოთარ ჩრდილელმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, შევჩენკო საკუთარი გეგმების შესახებ განცხადებას გააკეთებს.
"კახაც და შევჩენკოს სხვა უამარავი გულშემატკივარი საქართველოში მას ნებისმიერ მოედანზე წარმატებას უსურვებენ. მჯერა რომ ანდრეი ყველგან ისეთივე წარმატებული იქნება როგორც ფეხბურთში", - განაცხადა ჩრდილელმა".
შეგახსენებთ, როომ ანდრეი შევჩენკო საგანგებოდ ცამოვიდა თბიილისში საზოოგადოეებრივი მოძრაოობა "ქართული ოცნების" დაფუძნებაზე, სადაც კახი კალაძემ საქართველოს ნაკრების დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.