,,როცა რუსეთზეა საუბარი, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ყველა მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობა, მაგრამ არა ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის ხარჯზე", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ხაიშში ერთ-ერთი მოსახლის შეკითხვის კომენტირებისას, რომელმაც ივანიშვილს სთხოვა თვალებში ჩაეხედა და ეთქვა, თუ საით აპირებდა საქართველოს წაყვანას?
,,ჩვენ ჩვენი ქვეყანა პროგრესისკენ უნდა წავიყვანოთ. დღევანდელი ხელისუფლება, რომ იკვეხნის ევროპით, ევროპა მათ არ ამოურჩევიათ, ზვიადიც, შევარდნაძეც ევროპისტი იყო. Eევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეზე უკეთესი კაცობრიობას არაფერი არ შექმნია და, რა თქმა უნდა, ჩვენი გზა აქეთ უნდა იყოს", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა მეზობელთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს.
,,როცა რუსეთზეა საუბარი, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ყველა მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობა, მაგრამ არა ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის ხარჯზე. ხშირად მეუბნებიან, როცა ასეთ რამეს ვამბობ ისიც და ესეც გამორიცხულია, მაგრამ გონიერი პოლიტიკის შემთხვევაში ევროპასთან და რუსეთთან ურთიერთობა შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი ტერიტორიების ხარჯზეც არაფერი არ უნდა გავაკეთოთ და უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა", _ განაცხადა ივანიშვილმა.