კახი კალაძის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ, დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახი კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 48 საათიანი ვადა აქვს.
,,საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გავასაჩივრეთ და სასამართლოს სარჩელის განსახილველად 48 საათიანი ვადა აქვს", - განაცხადა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს კახი კალაძეს საქართველოში არსებული ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღა.