„ქრისტიან - დემოკრატების" ლიდერებმა დღეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მცხოვრებ მოსახლეობათან შეხვედრა გამართეს.
მოძრაობის ლიდერებმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და მთიანი რეგიონის განვითარების გეგმა დეტალურად განუმარტეს. საუბარი შეეხო სასოფლო მეურნეობის განვითარებას და დაფინანსების გაზრდას სახელმწიფოს მხრიდან.
შეხვედრა - კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივების კითხვებს ჯანდაცვის, განათლების, სასოფლო გზების განვითარებისა და დასაქმების შესახებ ლიდერებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
„დღეს ჩვენ სოფელ ჭუბერში შევხვდით ადგილობრივებს და დეტალურად გავეცანით მათ პრობლემებს. როდესაც სააკაშვილი ტრაბახობს რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარებითა და გზების მშენებლობით, სამწუხარო რეალობა სახეზეა, სასოფლო გზები და ინფრასტრუქტურა სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს და ამას გარდა სოფლად მცხოვრებლებთ დასაქმების, განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით უამრავი პრობლემა აწუხებთ" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
„ქრისტიან - დემოკრატების" ვიზიტი მესტიაში 2 დღეს გასტანს. ლიდერები დაესწრებიან კვირიკობის დღესასწაულს და გაეცნობიან ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემებს.
მასალის გამოყენების პირობები