,,ეროვნულ-დემოკრატების" საიტი ჰაკერებმა გატეხეს, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდვამ განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტიის საპრეზენტაციო პროგრამაც დაკარგულია. მისვე თქმით კიბერ შეტევა რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს.
,,ეროვნულ-დემოკრატები" საიტზე განხორციელდა შეტევა, რუსეთის ფედერაციაში დაფიქსირებული აიპი მისამართიდან. წაღებულია პარტიის შესახებ ყველა ინფორმაცია", _ განაცხადა ქარდავამ.