პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი ჯანდაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად გულისა და სისხლძარღვთა კლინიკას ესტუმრა. კლინიკაში დღეს გულიდან სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა.
პრემიერი ოპერაციაში მონაწილე ექიმებს და ოპერაციის ღირებულებითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია ყველ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ანალოგიური ოპერაციის ჩატარების.
,,ყველა ადამიანი უნდა იყოს დაზღვეული, რადგან ასეთი ოპერაციის გაკეთება ყველას შეეძლოს. იქნება ეს სოციალურად დაუცველი, პენსიონერი, ბავშვი მასწავლებელი, თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე. ჩვენ გვინდა საქართველოსი იყოს ადამიანი, ვისაც ამ ოპერაციაზე ხელი არ მიუწვდება'', - განაცხადა ჟურნალისტებთან მერაბიშვილმა.