2012 წლის მეორე კვარტალში ბრიტანეთის ეკონომიკის მაჩვენებელი 0,7 %-ით დაეცა, რაც თავის მხრივ სამშენებლო სექტორისა და წარმოების ნელ ტემპს უკავშირდება.
"დოუ ჯონს ენდ კომპანიის" ინფორმაციით, ბრიტანეთის ეკონომიკის მაჩვენებლები, მოლოდინთან შედარებით საკმაოდ დაბალია. წლის პირველ კვარტალში მშპ 0,3 %-ით დაეცა, რაც ბრიტანეთის ეკონომიკაზე საკმაოდ საკმაოდ ცუდად აისახა.
"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები აქვს და ეს ციფრები ამას ადასტურებს კიდეც" განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი რეცესიაში 2011 წლის ბოლოსაც აღმოჩნდა. მაშინ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 0,4 %-ით დაეცა.
ეკონომიკის დაცემის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ოლიმპიადის დაწყებამდე 2 დღით ადრე გაჟღერდა. ეკონომისტები განმარტავენ, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი ახლა ოლიმპიადაზეა დამოკიდებული, რადგანაც ოლიმპიადის პერიოდში ლონდონს მილიონობით ტურისტი ეწვევა, რომლებიც ლონდონში გარკვეულ თანხას დატოვებენ.