ჩეჩნეთის ექს-პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ხიზრი ალდამოვი საქართველოს ხელისუფლებას ახალ ბრალდებებს უყენებს. ალდამოვის მიერ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე 10-მდე ჟურნალისტი იმყოფებოდა. იქ არ იყო არც ერთი რუსული არხი.
ამის მიუხედავად, ალდამოვმა მაინც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადად მონაწილეობდა ჩრდილო ოსეთში განხორციელებული ტერაქტების ორგანიზებაში და ცდილობდა რუსეთის ტერიტორიაზე ქართულ-რუსული ომის დროს 2008 წლის აგვისტოში აფეთქებების სერია განეხორციელებინა.
"ალდამოვმა გამოსვლა ხანგრძლივი შესავალი სიტყვით დაიწყო. ამ სიტყვაში იყო ყველაფერი: ტეროტისტების დახმარების მექანიზმიდან დაწყებული რომელსაც ქართველები იყენებდნენ - სააკაშვილის მძიმე ბავშვობით დამთავრებული. ალდამოვი ამტკიცებს, რომ ეზოს მეგობრები უარს აცხადებდნენ მასთან ფეხბურთის თამაშზე და მომავალმა პრეზიდენტმა ამის გამო სამუდამოდ შეიძულა საქართველო", _ წერს "ეხო კავკაზა".
ალდამოვის ვერსიით, საქართველოს ხელისუფლების "ტეროტრისტული საქმიანობის" აღმავლობა ჯერ კიდევ 2003 წელს იწყება. მაშინ ხელისუფლებაში ახლადმოსული სააკაშვილის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას თბილისი დასავლეთსა და ჩრდილოკავკასილე ბოევიკებს შორის შუამავლად აქციოს.
აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები საქართველოში ბოევიკებისათვის განკუთვნილი იარაღის გამოგზავნას იწყებენ. აქვე ირიცხება ფული მათი საქმიანობისათვის.
ალდამოვს თუ დავუჯერებთ, სააკაშვილი პირადად იწყებს მონაწილეობის მიღებას ჩრდილო კავკასიაში დაგეგმილ ტერაქტებში და ყოველივე ამას იგი პანკისელი ქისტების დახმარებით აკეთებს.
"საქართველოს მეთაურის დანაშაულებების სია" იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ რაღაც მომენტში ალდამოვი დაიბნა კიდეც.
"სააკაშვილი მონაწილეობდა ბესლანის მოვლენების ორგანიზებაში?", _ ჰკითხვა მას ჟურნალისტმა.
"მე უკვე ვთქვი, რომ ყველაფერი რაც ხდება ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი), ყველაფერი რაც იქ ხდება ამას მეთაურობს... არა, მოოიცადეთ, იმ დროს ხომ სააკაშვილი არ იყო, იმ დროს შევარდნაძე იყო", _ თქვა ალდამოვმა.
"არა, მაშინ უკვე სააკაშვილი იყო 2004 წელს", _ უპასუხა ჟურნალისტმა.
"იყო სააკაშვილი? ა ნუ ესე იგი, ის მეთაურობდა! ის ხელმძღვანელობდა ამ სისტემას", _ განაცხადა ალდამოვმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც აქტიურად სარგებლბდა მისი მომსახურებით აგვისტოს ომის დროს ცდილობდა ალდამოვის დახმარებით გადაეცა ფული ჩრდილოკავკასიელი ბოევიკებისათვის, იმისათვის რათა მათ რუსეთს ტერიტორიაზე ტერაქტების სერია ჩაეტარებინათ.
ამას გარდა, პრესკონფერენციაზე იგი საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ სიტუაციასაც შეეხო. მან განაცხადა, რომ სააკაშვილი თავისი გზიდან "იცილებს" ყველა მოწინააღმდეგეს და პირადად არის მონაწილე ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის, რომან დუმბაძის, და ჟაბა იოსელიანის გარდაცვალებაში.
ალდამოვი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მისი "მოცილებაც" სურდა და 2004 წელს იგი მოწამლეს, რის შედეგადაც რამდენიმე თვე საავადმყოფოში გაატარა. მხოლოდ თუ ადრე იგი ამაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებდა ახლა მან ყველაფერ ამაში საქართველოს სპეცსამსახურები დაადანაშაულა.
"იმას რასაც მე თქვენ ახლა გეუბნებით - ეს ჩემი სიკვდილია. ყოველი სიტყვა, რომელსაც მე მის (სააკაშვილის) წინააღმდეგ ვამბობ - ჩემი სიკვდილია. მე არ ვიცი სახლამდე მივაღწევ თუ არა. ვიცი, რომ იგი ცემზე ნადირობს, უკვე ამ საუბრებმა ჩემამდე მოაღწია ჩეჩნეთში", _ აცხადებს ალდამოვი და აღნიშნავს, რომ ერთადერთი რისი იმედიც მას აქვს ეს არის ის, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშნილი მოვა და ამის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნებას შეძლებს.