,,ზაზა სოფრომაძე დაკავებული არა არის. იგი მოწმის სტატუსით პროკურატურაში იმყოფება", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შს მინისტრის მოდგილემ შოთა ხიზანიშვილმა "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრის, რეგიონალური მდივნის ზაზა სოფრომაძის დააკავების შესახებ გავრცელებული ინფორამციის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრი, რეგიონალური მდივნი ზაზა სოფრომაძე სამართალდამცავებმა სახლიდან გაიყვანეს.
როგორც "ჯი-იჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ზაზა სოფრომაძის ოჯახში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები შეიჭრნენ და იგი ახსნა-განმარტების გარეშე, დააკავეს.
პარტიაში აცხადებენ, რომ გაურკვევლია რა საჭირო იყო სპეცოპერაცის ჩატარება, მაშინ როდესაც პრობაციონერი ზაზა სოფრომაძე პირველივე ზარზე უნდა გამოცხადდეს სამართალდამცავებთან.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს, ფინანსურმა პოლიციამ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწფო ფონდის ხელმძღვანელი, ზაზა სოფრომაძე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავა.