იტალიაში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის პოლიციამ, ქურდობის ბრალდებით, 23 წლის ქართველი დააკავა.
ბრალდებულია სამართალდამცველებმა ქალაქ ბარიში კომპიუტერების მაღაზიაში ქურდობის ფაქტზე აიყვანეს.
მას საკონტროლო დეტექტორებისგან ნაქურდალის შეუმჩნევლად გამოსატანად საჭირო ჩანთაც აღმოუჩინეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ქართველი ადგილობრივ ციხეში უკვე გადაიყვანეს.