დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრი, რეგიონალური მდივნი ზაზა სოფრომაძე დააკავეს.
როგორც "ჯი-იჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ზაზა სოფრომაძის ოჯახში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები შეიჭრნენ და იგი ახსნა-განმარტების გარეშე, დააკავეს.
პარტიაში აცხადებენ, რომ გაურკვევლია რა საჭირო იყო სპეცოპერაცის ჩატარება, მაშინ როდესაც პრობაციონერი ზაზა სოფრომაძე პირველივე ზარზე უნდა გამოცხადდეს სამართალდამცავებთან.
ოჯახისა და პარტიის ხელმძღვანელობისთვის ამ დრომდე დაუდგენელია ზაზა სოფრომაძის ადგილსამყოფელი.
ადვოკატი, ოჯახის წევრები და პარტიის ხელმძღვანელობა მის პოვნას უშედეგოდ ცდილობენ პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს, ფინანსურმა პოლიციამ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწფო ფონდის ხელმძღვანელი, ზაზა სოფრომაძე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავა.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ზაზა სოფრომაძე "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" წევრია.