კურორტ ბეშუმში საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კურორტი ამ დროისთვის 2500-ზე მეტ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტს მასპინძლობს.
წელს ბეშუმში რუსეთის, უკრაინის, ლატვიისა და ლიტვის მოქალაქეებიც ისვენებენ.
წელს ბეშუმს 28 ახალი ტიპის კოტეჯი შეემატა, სადაც დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოა შექმნილი. გარდა ამისა, ბეშუმში უკვე ფუნქციონირებს საბავშო ატრაქციონები და ახალი სავაჭრო ცენტრი. წელს მაღამლთიან კურორტზე 10 ათასზე მეტ ტურისტს ელოდებიან