აშშ შიშობს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი სირიის კომერციულ დედაქალაქ ალეპოში მასშტაბურ სისხლისღვრას გეგმავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ალეპოს მისადგომებთან ტანკების, ავიაციის და ვეტმფრენების გამოჩენა მსხვილმასშტაბიანი ოპერაციის მზადებაზე მეტყველებს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, სირიელი ამბოხებულები შტურმის მოსაგერიელებლად ემზადებიან და იარაღსა და მედიკამენტებს იმარაგებენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვიქტროია ნულანდი აცხადებს, რომ ადგილი აქვს კონფლიქტის " სერიოზულ ესკალაციას".
"ჩვენი გულები ალეპოს მოსახლეობასთანაა. ის რაც იქ ხდება, ეს განწირული რეჟიმის მორიგი მცდელობაა კონტროლის შესანარჩუნებლად", - განაცხადა ნულანდმა.
ამავე დროს, ნულანდმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ ჩაერევა კონფლიქტში და ამბოხებულებებისთვიის არასამხედრო დამხარების გაწევით შემოიფარგლება.