ქართველი მეზღვაურების საკითხთან დაკავშირებით თურქეთში საქართველოს სალჩო გემთმფლობელ კომპანიას დაუკავშირდა . ქართველმა დიპლომატებმა მეზღვურებთან გასაუბრება უკვე მოახერხეს. საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები თურქ სამართალდამცველებთანაც თანამშრომლობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარალკება, რომ ქართველმა მეზღვაურებმა ხელფასის აღება უმოკლეს ვადაში მოახერხონ და საქართველოში დაბრუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პორტში გემ "გრანდ აილენდზე" მყოფი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ. გემი, რომლის 10-კაციანი ეკიპაჟიდან 6 საქართველოს მოქალაქეა, მარტის თვიდან სტამბულთან საშიშ ტვირთთა პორტში დგას.
მეზღვაურების თქმით, მათ უკვე 5 თვეა ხელფასი არ მიუღიათ. გემზე ამოიწურა საკვებისა და წყლის მარაგიც.
გემთმფლობელი კომპანია ბერძნული ფირმა "გრის მერითაიმია", რომლის წარმომადგენელიც, ეკიპაჟის თქმით, მეზღვაურებს ბოლოს 2 თვის წინ შეხვდა და სახელფასო დავალიანების დაფარვას დაჰპირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზღვაურების დასაქმებაში ლაურა ჩადუნელის სააგენტო ფიგურირებს.
გემი ამ დრომდე თურქეთში რჩება. მეზღვაურები ხელფასების დარიგებას ელოდებიან და საქართველოში დაბრუნებას მხოლოდ ამის შემდეგ გეგმავენ.