,,სასამართლოს გადაწყვეტილება კახი კალაძის მისამართით აგორებული მორიგი შავი პიარია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კალაძის პრესსამსახურის უფროსმა ოთარ ჩრდილელმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ დღევანდელი სასამართლო მიხელ სააკაშვილის დავალებას ასრულებს
,,სასამართლო მიხელ სააკაშვილის მარიონეტია და მის დავალებებს უსიტყვოდ ასრულებს. კახი კალაძეს კრისტალური წარსული აქვს და ყველამ კარგად იცის საიდან ჰქონდა მას შემოსავალი", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩრდილელმა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედებებითკახი კალაძეს ვერაფერს დააკლებენ.
,,სასამართლოს ამ აბსურდული გადაწყვეტილებით კახი კალაძეს ვერაფერს დააკლებენ. საზოგადოებამ კარგად იცის კახი კალაძის საქმიანობის შესახებ", _ განაცხადა ჩრდილელმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისი საქალაქო სასამართლომ ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს კახი კალაძეს საქართველოში არსებული ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღა.