თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის კახი კალაძის საქართველოში არსებული ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა. როგორც ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა სასამართლომ ყადაღის დადების მოტივად, კალაძის მხრიდან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია დაასახელა.
,,თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ გიორგი გოგინაშვილმა, პროკურატურის ელიზბარ გოზალაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადო ყველა საბანკო ანგარიშსს, რომელიც მას საქართველოში აქვს. იმ მოტივით, რომ თითქოს, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კახი კალაძე უკანონო ქონების ლეგალიზაციას ახდენდა", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება კახა კალაძის მისამართოით პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.