დღეს დავით აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ოფიციალურად გამოცხადდა. უნიკალური სარეაბილიტაციო პროექტი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პირველ ეტაპზე 70 სახლის აღდგენაა დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ავალი გზა და გარე განათებებიც, ასევე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები და პარკები.
აღნიშნულ ცერემონიალს რკინიგზელთა სახლთან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ქალაქის მერი გიგი უგულავა ესწრებოდნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული აღმშენებლობის პროექტი დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად ქალაქის მერისა და მისი გუნდის ძალიხმევით დაიწყო.
"აი, ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ტყუიან, მაშინ როდესაც აცხადებენ რომ ჩვენ ქალაქს ვანგრევთ. აი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ რასაც ვამბობთ, ვაკეთებთ და ბოლომდე მივიყვანთ მიუხედავად იმისა თუ ვინ რას ილაპარაკებს და ვინ როგორ გაგვლანძღავს. მათ გვლანძღონ და ჩვენ ავაშენებთ, მათ ილაპარაკონ და ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, მათ უბედურება გვიწინასწარმეტყველონ და ჩვენ შევქმნით მსოფლიოს ერტ-ერთ საუკეთესო ქალაქს სადაც ხალხი იცხოვრებს კარგად და იქნება დასაქმებული და ბედნიერი",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ არავის არ უნდა მიეცეს საშუალება შეაჩეროს შენება.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაწყებული აღმშენებლობა არ შეჩერდება "საქართველო ძალიან დიდიხანს ინგრეოდა და ჩვენ ძალიან ცოტა დრო გქვაქვს იმისათვის, რომ ეს ნგრევა შევაჩეროთ და უკეთესი საქართველო ავაშენოთ".