უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა.
"უკრაინის პრეზიდენტის დავალებითა და უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, სირიაში მდგომარეობის გართულების გამო გაცნობებთ, რომ სირიიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდება",_ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ალექანდრე დიკუსაროვმა.
მისივე თქმით, დამასკოდან უკრაინაში უკვე ჩამოვიდა ორი თვითმფრინავი, რომელმაც უკრაინის 62 მოქალაქე გადმოიყვანა.