კრიმსკში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებულმა ზარალმა სულ მცირე 20 მილიარდი რუბლი შეადგინა. ეს მონაცემი კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა.
"სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებულმა ზარალმა, წინასწარი მონაცემებით სულ მცირე 20 მილიარდი რუბლი შეადგინა", - ნათქვამია მხარის გუბერნატორ ალექსანდრე ტკაჩოვის ინტერნერ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კრასნოდარის მხარეში მომხდარი სტიქიური უბერდურების შედეგად 173 ადამიანი დაიღუპა.