იაპონურმა საავტომობილო გიგანტმა, Toyota Motor Corp-მა მსოფლიოს ავტოგიგანტებს შორის ლიდერის სტატუსი დაიბრუნა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად,
Toyota-მ იანვარ-ივნისში მსოფლიოს მასშტაბით 4,97 მლნ ავტომობილი გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33,7 %-ითაა გაზრდილი. აღნიშნული მაჩვენებლების თანახმად, იაპონურმა კონცერნმა მოახერხა და ამერიკული General Motors-ის მაჩვენებლებს გადაუსწრო.
როგორც ცნობილია 2011 წელს Toyota-მ ლიდერობა General Motors-ს დაუთმო, რაც წარმოების შემცირებით იყო გამოწვეული. თავის მხრივ კი კომპანიას ავტოწარმოების შემცირება იაპონიის მიწისძვრისა და ცუნამის გამო მოუწია. თუმცა წელს კომპანიამ დაწინაურება ისევ მოახერხა.