შოტლანდიის მთავრობა თანახმაა ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვას, ამის შესახებ ინფორმაციას The Daily Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემა პრემიერ-მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შესაბამისი კანონპროექტი წლის ბოლომდე იქნება შემუშავებული, რომელიც ძალაში 2015 წლიდან შევა.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნორმალურად ვიქცევით და ვითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ სხვა პარტიის ლიდერები, რომლებიც ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოში არიან, აღნიშნულ აზრს იზიარებენ. შესაბამისად კანონპროექტი პარლამენტის მიერ იქნება ოწონებული და შესაბამისად დამტკიცებული"- განაცხადა განაცხადა შოტლანდიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი სტერჯინმა.
ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შემთხვევაში შოტლანდია გახდება მე-13 ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ოფიციალურად დააკანონებს.
დღეისათვის ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართულია კანადაში, ბელგიაში, არგენტინაში, შვეიცარიაში და სხვა სახელმწიფოებში. იმავდროულად ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართულია აშშ-ს რამდენიმე შტატში.