,,თელავი ქართული აღმშენებლობის გვირგვინი უნდა გახდეს", - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა თელავში სტუმრობისას.
,,თელავს სჭირდება სახურავებიც, კარგი ეზოებიც, მაგარი კორპუსებიც, მაგარი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. თელავი უნდა გახდეს მთავარი სანიმუშო ქალაქი, გვირგვინი ქართული აღმშენებლობისა", - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველა დაზარალებულს დაეხმარება.
,,თელავში სახლების გადახურვისთვის ჯერ კიდევ მესამედში არ მისულან. ყველგან მივალთ, ყველა დაზარალებულს შევხვდებით. ქალბატონმა თქვა, სკვერების დრო არ არის, სახლები არ გადახურულა. სახლების დროც არის, სკვერების დროც არის, აღმშენებლობის დროც არის, გალამაზების დროც არის, ეკონომიკის დროც არის და ყველაFრის დროც არის. ნუ ვილაპარაკებთ: არაფერი არ გვჭირდება", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა, რომელმაც თელავში გიგი უგულავასთან ერთად ახალი სკვერი გახსნა.
შეგახსენებთ, რომ თელავში მოსახლეობასთან შეხვედრისას პრეზიდენტთან ერთ-ერთი ქალბატონი მივიდა, რომელმაც პრეზიდენტს სკვერების გახსნის ნაცვლად სახურავების გადახურვა მოსთხოვა.
"ბატონო მიხეილ, ერთი ჩემი 5 წლის შვილს ჰკითხეთ, სკვერი ურჩევნია, თუ სახურავი? უკვე მეშვიდე ღამეა ჭერის გარეშე გვძინავს და დღემდე, ვიდრე თქვენი ამ ეზოში მოსვლა არ დაიგეგმა, არავის მოვუკითხივართ", - მიმართა პრეზიდენტს ქალბატონმა.