თელავში სამი მცირეწლოვანი ბავშვი თაგვის წამლით მოიწამლნენ. დაზარალებულებს პირველადი დახმარება თელავის რაიონულ საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი უკვე თბილისის იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ბავშვების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია,
,,დეზინტოქსიკაცია გრძელდება, მდგომარეობა არ არის მძიმე და ბავშვებს შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ", _ განაცხადა მკურნალმა ექიმმა ლია სამხარაძემ.
ამ დროისთვის უცნობი ბავშვებმა რა რაოდენობის თაგვის წამალი მიიღეს.