,,ქართუ ბანკს" კვლავ ნოდარ ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც ჯავახიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა მოსაგვარებელია მხოლოდ ფორმალური საკითხები, რის შემდეგაც ის ,,ქართუ ბანკის" პრეზიდენტი ოფიციალურად გახდება.
,,რადგან დროებითი მმართველობა წავიდა ბანკს უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით. ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ, მაგრამ ლეგიტიმურად, ჩემი დანიშვნა, ანუ თანამდებობაზე აღდგენა დღის ბოლოს მოხდება, მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერი მოვა", _ განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, სასამართლოს მიერ "ქართუ ჯგუფის" დაყადაღების შემდეგ ,,ქართუ ჯგუფის" დროებით მმართველად დანიშნულმა ვლადიმერ უგულავამ ნოდარ ჯავახიშვილი და "ქართუ ბანკის" დირექტორატის წევრები თანამდებობიდან გაათავისუფლა.ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა ,,ქართუ ჯგუფის" დროებითმა მმართველმა კახა უგულავამ თანამდებობა დატოვა.