დღეს, 26 ივლისს, 14:00 საათზე უფლებადამცველი დაჩი ცაგურია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ბრიფინგს გამართავს.
თემა: საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან შექმნილი მდგომარეობა - საქართველოს ხელისუფლების მიერ პრობლემის უგულებელყოფა.
ცაგურიას განცხადებით, ქართველი მესაზღვრეები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ მამისონის უღელტეხილის საკონტროლო პუნქტი და 20 კმ-ით ქვეყნის სიღრმეში უკან დაეხიათ.
თუშეთში, დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა თვითნებურად 3 კმ- ით გადმოიწია საზღვარი და მიიტაცა 24 კვ.კმ.
საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ზოგიერთ ადგილას მოხდა საზღვრის თვითნებური გადმოწევა საქართველოს სიღრმეში ( მამისონის უღელტეხილთან, ლარსის საგუშაგოსთან, თუშეთში დიკლოს მთასთან, ხევსურეთში - სოფელ ფიჭვნართან );
"საქართველო - რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული 44 გადასასვლელიდან 24 მთლიანად რუსეთი აკონტროლებს.მიუხედავად ესოდენ მძიმე სიტუაციისა, საქართველოს ხელისუფლება არ აძლევს საკუთარ ხალს კონკრეტულ და მკაფიო განმარტებებს და ხშირ შემთხვევაში ხდება მსგავსი ფაქტების მიჩქმალვა. ხელისუფლება ვალდებულია აუხსნას საკუთარ ხალხს, თუ რა მიზეზით დათმო ძირძველი ქართული მიწები და რა კულუარულ გარიგებას აწარმოებდა საქართველოს მოქალაქეების ზურგსუკან ამ თემაზე რუსეთის ხელისუფლებასთან", - აცხადებს ცაგურია.