"The ვანო'ს შოუს" ბენდის წევრმა საქსოფონისტმა გოგა გარსევანიშვილმა, წინასწარი ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარსევანიშვილი დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის მუსიკოსმა, არსებული ინფორმაციით, თავი ჩამოიხრჩო.
მომხდარის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც გარსევანიშვილის მეგობრები აცხადებენ, ბოლო პერიოდში ის შინაგანად დეპრესიული იყო, თუმცა ამას არ გამოხატავდა.