საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სოფელ ნაქალაქარში იმყოფებოდა.
პრემიერი ნაქალაქარში სტუმრობისას ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და ახალი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. პრემიერმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაციის უფასო სახელმწიფო გემაც წარადგინა, რომელიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ სფეროში მოღვაწე მეცნიერებთან ერთად შემუშავდა.
"აცრები გაგრძელდება უწყვეტად, რადგან თურქულისა და ჯილეხის არავითარი საფრთხე არ უნდა არსებობდეს. გაცემულია განკაგულება, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, მოხდეს ყველა ვეტექიმის მობილიზაცია, მათი აღჭურვა ახალი ინსტრუმენტებით. რაც მთავრია, აცრები არის უფასო", _ განაცხადა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, პირველი აგვისტოდან თურქულის, ხოლო პირველი სექტემბრიდან, ჯილეხის ვაქცინაცია განხორციელდება. ამ მიზნით, ერთ კვირაში იტალიდაან შემოვა თურქულის ფრანგული წარმოების 9 50 000 ვაქცინა, ხოლო უკრაინასა და რუმინეთიდან ჯილეხის 180 000 ვაქცინა. ვაქცინაციის განსახორციელებლად 250 მობილური ჯგუფი უკვე შეიქმნა, რომლებიც 3 000-მდე სოფელში ვაქცინაციას ადგილზე განახორციელებენ.