,,განცხადება, რომელიც გავაკეთე 80 მილიონის გადარიცხვის შესახებ, ვფიქრობ ვითარებას ,,ქართუ ბანკშიც'' შეცვლის", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ამის შესახებ განცხადებას თავად ნოდარ ჯავახიშვილი გააკეთებს.
,,განცხადება, რომელიც გავაკეთე 80 მილიონის გადარიცხვის შესახებ, ვფიქრობ ვითარებას ,,ქართუ ბანკშიც'' შეცვლის. ,,ქართულ ბანკის" სახელით მე ვერ ვილაპარაკებ და ალბათ, ნოდარ ჯავახიშვილი დღეს თავადვე გააკეთებს განცხადებას", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, "კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე", სს "ქართუ ბანკი" უკანონო შემოწირულების ათმაგი ოდენობით - 822 040 ლარით დააჯარიმა. დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ,,ქართუ ბანკი" დაყადაღდა და მის იძულებით მამართველად პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა დანიშნა.