რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ლიტვის პრეტენზიებს მიიღოს კომპენსაცია "საბჭოთა ოკუპაციის" მიერ მიყენებული ზარალია ასანაზღაურებლად. განცხადება ამის შესახებ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის სააგრეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
"ჩვენ არაერთგზის გაგვიკეთებია ახსნა -განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციისათვის კომპენსაციის გადახდაზე პრეტენზიების წამოყენება სრულად უსაფუძვლოა. ჩვენთვის ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უკვე გადაწყვეტილია", _ აცხადებს ლუკაშევიჩი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ლიტვის მაცხოვრებელთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ლიტვას აქვს უფლება რუსეთის ფედერაციას ოკუპაციის წელბში მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვოს. ასე მიიჩნევს რესპოდენტთა 54 %.
მასალის გამოყენების პირობები