"ალ ქაიდას" ბოევიკები "აშშ-ს გულში" ტერაქტს ამზადებენ. დაჯგუფების ერაყული განყოფილების ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ მიმართვაშ ნათქვამია, რომ ტერორისტები უკვე ამერიკაში მიდიან. "მოჯაჰედები უკვე გავიდნენ თქვენი არმიის კვალზე, რომელიც გაიქცა", _ წერს ლიდერი და აგრძელებს: "მათ დაიფიცეს დაგსაჯონ თქვენ გაცილებით უფრო სასტიკი მეთოდით ვიდრე ეს უმასა ბინ ლადენმა გაკეთა", - წერს აბუ ბაკრ ალ-ბაგდადი. იგი არ აკონკრეტებს თუ კერძოდ სად აპირებენ ისინი დარტყმის მიყენებას.
"უახლოეს მომავალში თქვენ ნახავთ მათ (ბოევიკებს) თქვენი ქვეყნის გულში, ვინაიდან ჩვენი ომი თქვენს წინააღმდეგ უკვე დაიწყო", _ ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ს სპეცსამსახურები ამაზე აცხადებენ, რომ ხშირად ტერორისტები ტერაქტებით იმუქრებიან, თუმცა მათი მუქარა არ მართლდება. აშშ-ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახური კი აცხადებს, რომ ნიუ-იორკს არაფერი არ ემუქრება.