საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს გრიგოლ ვაშაძესა და ედვარდ ნალბანდიანს შორის მილოცვის წერილები გაიცვალა.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილებში გამახვილებულია ყურადღება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის არსებულ საკითხებზე, მიღწეულ პროგრესზე, ასევე ამ თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე.