ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა სამთო-ბადახშანის ავტონომიური ოლქის თავმჯდომარესთან კოდირ კოსიმთან სატელეფონი საუბრის დროს მას პამირზე სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა მოსთხოვა.ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
დღეს დილით ჰოროგში დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც სპეცსამსახურების გენერლის აბდულო ნაზაროვის მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკავებას ისახავს მიზნად. გენერალი შაბათს მოკლეს.
რამდენიმე ხნით ადრე ხელისუფლებამ 12 ტაჯიკი სამხედროს დაღუპვის შესახებ განცხადება გააკეთა. მათივე ინფორმაციით ასევე დაღუპულია ანტისამთავრობო შეიარაღებული დაჯგუფების 30 წევრი. მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის არ არის.
თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა, როგორც სამხედროებს ასევე მშვიდობიან მოსახლეობას შორის გაცილებით დიდია და დაახლოებით 100 ადამიანს აღწევს. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება, ვინაიდან კავშირი რეგიონთან გაწყვეტილია.